გალაკტიონ ტაბიძე - ორი ზარი
პოეტი: გალაკტიონ ტაბიძე - ფრთხილად Music: Dark Piano - Sociopath ვიდეოს ავტორი: #თეონა21 #Teona21 facebook.com/Teona21 E-mail: [email protected] ღამით მივედი სასაფლაოზე და ვინახულე ძველი ტაძარი, ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე, ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი... მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა, ვისაც სძინავდა ცივ სამარეში, ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში; რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე, და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი, მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით, ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი... და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს მიცვალებულთა რეკავდა ზარი, და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ - მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი. კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით, მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი, შეერეოდა ცოცხალთ ძახილი და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი... და შუაში კი სიცარიელედ ჩაბნელებული უფსკრული შავი ბნელი თვალივით იცქირებოდა, სამარადჟამოდ დაუნახავი... და ორი ზარი საბედისწერო, ერთმანეთისთვის მიუწვდომელი, დაცინვა იყო, ვით ორი სული, ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი... და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს, და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა... მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...
Hubble G-ის სხვა ვიდეოები
გალაკტიონ ტაბიძე - ბედისწერა
03:59
პატარა ლურჯი მანქანა (საბავშვო)
00:33
ბრძნული გამონათქვამები, სამოტივაციო ვიდეო 1
03:40
ლექს სენი - ხედავდი / Lex-seni - Khedavdi
02:53
ტარიელ ბერაძე (ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სა...
02:03
ჩემი შთაბეჭდილება რუსთაველის თეატრის მიმართ. სპექტ...
00:28
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს! #თეონა...
03:30
ოქროს ულვაში, სახლის ჟენშენი, ვენერას თმა, სურნელო...
მსგავსი ვიდეოები
გალაკტიონ ტაბიძე - საუკუნის პორტრეტი / Saukunis Portreti - G...
Giorgi Gogoladze
🎵 ჩიქოვანების ოჯახი - ორი ასული ნეტარი
აკუსტიკა • Akustika • 1TV
5 დეკემბრის მუსიკალური მიქსი აკუსტიკაში
აკუსტიკა • Akustika • 1TV
„ნატალია \u0026 დათუნა“ - სტუმრები: ნანი ბრეგვაძე, ბექა გოჩი...
40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი I)
ისტორია - საინტერესო ფაქტები
გალაკტიონ ტაბიძე
giorgi chokheli
გალაკტიონ ტაბიძე
giorgi chokheli
გალაკტიონ ტაბიძე
Literature Museum Tbilisi