საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტური


ბათუმში რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტური საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა, სამხრეთ კორეის გუნდი 3-1 დაამარცხა. პარტიები გამარჯვებით - ბელა ხოტენაშვილმა, ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ დაასრულეს.
ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის გუნდს 4-0 მოუგო. ასეთივე შედეგით იმარჯვა ჩვენი ქვეყნის მესამე გუნდმა, რომელმაც სეიშელის კუნძულების ნაკრებს შანსი არ დაუტოვა. გამარჯვება იზეიმეს საქართველოს ვაჟთა პირველმა, მეორე და მესამე გუნდებმაც. პირველი გუნდიდან პარტია ყაიმით დაასრულა ბაადურ ჯობავამ. მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და მიხეილ ჯოჯუამ კი შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან