#ინტერVIEW მეცნიერების და განათლების მდგომარეობა საქართველოში და ჰუმანიტართა სირთულეები
05/04/2017
4 მაისი, 2017
• რა ხდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გარშემო და რამდენად საფუძვლიანია მეცნიერთა ნაწილის პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უქმდება დაფინანსების განაცხადების შემფასებელი ექსპერტების ანონიმურობა, დიდ საფრთხეს უქმნის სამეცნიერო სფეროს თავისუფლებას?
• რატომაა, რომ სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, საქართველოს მეცნიერები ყველაზე წარმატებული არიან ფიზიკის, ასტრონომიის, მათემატიკის დარგებში, და მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სოციალური და ჰუმანიტარული სფეროების მკვლევრები?
• რამდენად იგრძნობა საქართველოს აკადემიურ სივრცეში საბჭოთა სისტემის ინერცია და რამდენად აფერხებს ეთნონაციონალისტური განწყობა თუ წარსულის იდეალიზაცია საგანმანათლებლო სფეროს ჩამოყალიბებას კრიტიკულ, თავისუფალ სააზროვნო სივრცედ?
• რა ტიპის განათლებას ვიღებთ სკოლებში, სადაც ბოლო კლასებში აქცენტი კეთდება მისაღებ გამოცდებსა და „ტესტის კარგად დაწერაზე“?
• რა არის საჭირო საიმისოდ, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურთხევით აღარ ვრცელდებოდეს სამეცნიერო აზრთან იმდენად მწყრალად მყოფი ტექსტები, როგორებიცაა, მაგალითად, ნაშრომები „ეკონომიკის ფუნქციონირების ამქვეყნიურად აუცილებელი და უფლისათვის სათანადო ფორმების ... ღვთივსულიერი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სათანადო კონცეფციისა და რეკომენდაციების“ აუცილებლობაზე ან საქართველოს, როგორც „ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილ ლიდერზე“?
#ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება თსუ-ს პროფესორს, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილს.