მთავრობამ საჯარო კონსულტაციები დაიწყო
მთავრობამ საქართველოს მასშტაბით, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. ხელისუფლებამ სტარტი კახეთიდან აიღო. შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. თელავში საჯარო კონსულტაციები სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრები დაგეგმილია თბილისში, ასევე კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქებში. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lJRFKq
მსგავსი ვიდეოები
მთავრობამ საჯარო კონსულტაციები დაიწყო
ტელეკომპანია თანამგზავრი
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმი...
Municipality of Marneuli
კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენ...
culturegovge culturegovge
ბიზნეს სახლის პროექტი
THOUSE GE
გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია
culturegovge culturegovge
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია-ონი / მესტია
culturegovge culturegovge