ნებაყოფლობითი, ცენტრალიზებული ტესტირება სკოლებში


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მეექვსე და მეცხრე კლასელთათვის ცენტრალიზებული ტესტირების ჩატარებას სთავაზობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენელთა თხოვნით, შესაბამისი პროექტი 2013 წელს შეიმუშავეს.
თელავის მუნიციპალიტეტის ეროვნული გამოცდების კოორდინატორის, ნუნუ ასათაშვილის, ინფორმაციით, ტესტირება, რომელშიც სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ივნისში ჩატარდება. სკოლები შესაბამისი რეგისტარაციის გავლას შეფასებისა და ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეძლებენ.
ტესტირების მიზანი სკოლებისთვის იმ მონაცემების მიწოდებაა, რომელიც მათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cTRKLI

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან