რეკრეაციული სივრცე ავტოფარეხების ნაცვლად


ცოტნე დადიანის მეორე მიკრორაიონში, 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ სკვერი, სპორტული მოედანი და პარკინგი მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცის ფართობი 4 500 კვადრატული მეტრია. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და ფანჩატური. მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. ახალი დასასვენებელი სივრცე თბილისის მერის მოადგილემ დაათვალიერა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან