42°პარალელი - ანტიკურობის ორი ხედვა გლობალიზაციაზე: ალექსანდრე მაკედონელი მასწავლებლის წინააღმდეგ


ევროპელებისთვის ცნობილი ოიკუმენის გაერთიანების პირველი გმირული მცდელობა ძვ.წ. 334-323 წლებში სწორედ ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა. ცხადია, რომ ისტორიაში ალექსანდრემდეც იყვნენ დიდი დამპყრობლები, რომლებიც ვრცელ იმპერიებს ქმნიდნენ, თუმცა სწორედ მან ჩაუყარა ანტიკურ გლობალიზაციას არა მხოლოდ მატერიალური, არამედ იდეურ-პოლიტიკური ფუნდამენტიც, წარმოადგინა რა საკუთარი თავი მსოფლიო მასშტაბის კოსმოპოლიტურ მმართველად.
ცნობილია, რომ ალექსანდრეს მასწავლებელი ანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე იყო, რომელმაც მომავალი მაკედონელი მეფის პიროვნების ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა და იგი დიადი ქმედებების ჩადენაზე აღაფრთოვანა. მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ ანტიკური სამყაროს ორი უდიდესი ვიზიონერის ხედვები კაცობრიობის გაერთიანების კუთხით ყველაფერში არ ემთხვეოდა, ხოლო, დროთა განმავლობაში, ერთმანეთს სულ უფრო დაშორდა.
ალექსანდრესა და არისტოტელეს პირდაპირი და არაპირდაპირი პოლემიკა დიდი მეფის სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვეტილა და გარკვეულწილად მოგვიანებითაც - უკვე სხვა მოწაფეების მონაწილეობით გაგრძელდა. იგი აქტუალურია დღესაც. დღეს, როდესაც სამყაროში გლობალიზაციის ღია კრიზისი შეინიშნება და როდესაც უკვე რამდენიმე წელია ყველგან პარტიკულარიზმის და ტრადიციონალიზმის განწყობები ძალას იკრებს, ამ პოლემიკის გახსენება აუცილებელია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან