ავიაკატასტროფა კიევის ოლქში

18.01.2023 05:21

შემზარავი ტრაგედია უკრაინაში.

ომში მყოფ ქვეყანაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და ამავე სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. 30-მდე ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალიზებულია. საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა. კატასტროფა კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში მოხდა. ვერტმფრენი კორპუსსა და საბავშო ბაღს შორის დაეცა. უკრაინა მსოფლიო ლიდერების სამძიმარს იღებს.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - ტექნიკური გაუმართაობის და ფრენის წესების დარღვევასთან ერთად განიხილება გამიზნული ქმედებაც. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub