სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

15.07.2019 01:29

სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ შესაბამისი მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. მოგვიანებით კი ისინი კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა. საყოველთაო ნათლობის იდეა ილია მეორეს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მისი უწმინდესობა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: