ახალი კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან მოლაპარაკებები იწყება. შიდა პროტესტის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი სამკურნალო კორპუსი დაინგრევა და იმავე ადგილზე ახალი, მრავალპროფილური თანამედროვე კლინიკა აშენდება. ექიმებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახლა სამი თვე აქვთ ვადა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს გაეცნონ და რომელიმე შეთავაზებას დათანხმდნენ. იგულისხმება 4-დან 12 თვემდე ვადით კომპენსაციები, ან სხვა საავადმყოფოში დასაქმება. დემონტაჟის გადაწყვეტილებას აზარაშვილის უწყება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებული კვლევებით და ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს, რომელთა მიხედვით შენობის ავარიული მდგომარეობის გამო არსებული კორპუსის რეაბილიტაცია შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ მარტში დაწყებულ პროტესტს, ასევე ათი დღის წინ სოციალურ ქსელში რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას, თანამშრომლების ნაწილი დემონტაჟის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. წერილში კლინიკის თანამშრომლები დანგრევის ნაცვლად საავადმყოფოს რეაბილიტაციას და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების შენარჩუნებას ითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რესპუბლიკური საავადმყოფო კომპენსაციების გაცემას იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Walk around the territory of the Central Republican Hospital...
Travel Mania
ექიმების პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების პროტესტი რესპუბლიკურ საავდმყოფოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდ 19 - ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster