სახალხო დამცველის კანდიდატურები
სახალხო დამცველის კანდიდატებზე მსჯელობას მმართველი გუნდი და ოპოზიცია მომავალი კვირიდან კვლავ გააგრძელებენ. როგორც კონსულტაციების პირველი რაუნდის შემდეგ გაირკვა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი არ უნდა ჩავარდეს, რათა ევროკომისიის რეკომენდაციების თორმეტივე პუნქტი შესრულდეს. ასევე, როგორც კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უმსჯელიათ, თუმცა, ერთგვარად დავიწროვდა იმ პირთა წრე, ვისზეც პარტიებს შეჯერება მოუწევთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება, მას შემდეგ, რაც საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელებენ. კონსულტაციების პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“, რომელიც პროცესს უნდობლობას უცხადებს. მათი მხარდაჭერა კი კენჭისყრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს ექნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახალხო დამცველის კანდიდატურები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურები უახლოეს მომავალში დასახელდებ...
Parliament of Georgia
სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასკვნა სახალხო დამცველის კანდიდატურების ასარჩევად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსულტაციები სახალხო დამცველის კანდიდატურების შესარჩევად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster