ანსამბლ „წინანდალის“ ვარსკვლავი გაიხსნა

27.01.2019 00:54

თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ ფოლკლორულ ანსამბლ „წინანდალის“ ვარსკვლავი გაიხსნა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში ანსამბლის დაარსებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ანსამბლ „წინანდალს“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისი დიპლომი მათ „არგენტინის ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტმა, ბარბარა ტომასონ ვიუმ გადასცა. საიუბილეო თარიღი „წინანდალს“ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში ირაკლი ქადაგიშვილმა, ასევე ანსამბლებმა „რუსთავმა“ და „ქართულმა ხმებმა“ მიულოცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო