პრეზიდენტი თუშეთში ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

28.07.2019 00:40

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი გაავრცელა. „მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი  მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. დაღუპულთა ოჯახებს პრემიერ-მინისტრმაც მიუსამძიმრა. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: