სტატია საქართველოს შესახებ
შვეიცარიული გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“. ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. ავტორი ფსევდონიმით - ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ „ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს. ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული“ - წერს ავტორი. სტატიაში ვკითხულობთ: „საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი."- წერს ავტორი. ის ასევე 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება. სტატიაში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის განცდა, რომ ქართულ მეიდანს აორგანიზებენ. ავტორი ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს იხსენებს და მკითხველს უმიზეზოდ დაჭერილი ფოტოგრაფების ამბავს უყვება. „ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მაქვს განცდა რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ემოციებს არ მივცემთ ჩვენი მართვის საშუალებას, მხოლოდ ფაქტებით და არაფრით ფაქტების გარდა.“- ნათქვამია სტატიაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 22 საათზე, 23 ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჩამოდი საქართველოში პუტინის ჯინაზე“ - უილ კეთკარტი მისი ბლო...
რადიო თავისუფლება
ფრანგი ჟურნალისტები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
V-Dem - საქართველოში დემოკრატიის განვითარება შეფერხდა
რადიო თავისუფლება
სატელევიზიო და ციფრული მარკეტინგული კამპანია დაიწყო „ბლუმბერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმირ ლენინის გარდაცვალების ფერადი ვიდეო კადრები VIDEO HD...
giorgi silagadze
„ფორბსი“ საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს
TV IMEDI
გამოხმაურება „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster