საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
05/27/2022
პრემიერის გამოსვლამდე პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინა.
ილია დარჩიაშვილმა მთელი მიმართვა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და იმ მოლოდინს დაუთმო, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს. ქვეყნის პირველი დიპლომატის ოპტიმისტური პროგნოზი ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, რეფორმების მხრივ მოწინავე პოზიციებს და ევროპელი პარტნიორების განწყობებს ეყრდნობა. თუმცა, ასეთი ოპტიმიზმით სავსე არ არის ოპოზიცია. ოპონენტების ნაწილმა მინისტრის გამოსვლას ფორმალური და ზედაპირული უწოდა და იმ რეფორმებზე მიუთითა, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
ბლოკავს თუ არა ქართული ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიზანმიმართულად - ეს გამოსვლების კიდევ ერთი მთავარი თემა იყო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს
საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში დღესაც დასდეს ბრალი, რასაც არანაკლებ მძიმე განცხადებები მოჰყვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.