ხანძარი რაჭაში


სტიქიის ზონად რჩება ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები. ტყის ხანძრის წერტილებში მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაობი. პროცესში მონაწილეობს ავიაცია. ვერტმფრენის საშუალებით დათვალიერდა თაბორის ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეხანძრე მაშველებთან ერთად ავიაცია ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია ორი კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო სოფელ ლაილაშში ხანძრის ქრობა გრძელდება. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია, მეხანძრე მაშველები სამუშაოებს ინდივიდუალური სპეც-ტექნიკით აგრძელებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან