მოსწავლეები პანდემიის პირისპირ გურიის სოფელ ჩიბათიდან

04/19/2021
Click Media-ის მიერ

ჩიბათის სკოლის მოსწავლეები ახლა გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ესწრებიან, თუმცა საგაზაფხულო სემესტრი მათაც სრულად დისტანციურად, Teams-ში გაატარეს. ამ პერიოდში განათლებაზე წვდომა აღარ ჰქონდათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. ისინი ინტერნეტ პაკეტების შეძენას ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს იაფი ინტერნეტი ასეთი ოჯახებისთვის არ შეუთავაზებია. გურიის სოფელ ჩიბათში, დისტანციური სწავლების დაწყების პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა 70% ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტის არქონის გამო ვერ ესწრებოდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა, ჩიბათის სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ბევრი ოჯახში დადგა კითხვის წინაშე “განათლება თუ საკვები?!”. ვიდრე ოფიციალური უწყებები ჩააკითხავდნენ რეგიონს და საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაბამისად დაეხმარებოდნენ, აფხაზავამ სოციალური კამპანია წამოიწყო - “გეგაბაიტები იების სანაცვლოდ”.მოსწავლეების დახმარებით ყვავილებს ქოთნებში რგავდა და ყიდიდა, მიღებული თანხით კი, 900-მდე მოსწავლეს ყოველთვიურად ინტერნეტ პაკეტებითა და ტექნიკით უზრუნველყოფდა. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული აღმოჩნდა მასწავლებლეისთვისაც.

პანდემიამდე, სასკოლო განათლებასთან ერთად, არაერთ აქტიობაში იყო ჩართული 15 წლის ბაჩუკი გუგულაძეც, ჩიბათის სკოლის მეათე კლასელი. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თუკი, მანამდე გაკვეთილზე მასწავლებლის მონაყოლიდან შეეძლო მასალის დამახსოვრება, დღეს ამისთვის გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება და უმეტეს შემთხვევაში აღქმა რთულდება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ტექნიკურ საგნებს ეხება.

გამოგვყევით:
Project link: http://distancelearning.clickmedia.ge/
Facebook: https://www.facebook.com/clickismedia
Website: http://www.clickmedia.ge/