სკოლის მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო ახეხინეს
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მერიის საპირფარეშოს ასუფთავებენ. მასალას მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ეს ხდება ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოში. დეტალებზე გამოცემა ათინათი წერს: "ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა. "ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - გვითხრა ლია ჯალაღონიამ. ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები. "დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რამე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი", - გვითხრეს მერიაში. შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს."- წერს გამოცემა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლ...
Radio Atinati
„დასუფთავების აქცია“ მოსწავლეების მონაწილეობით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა ჩხოროწყუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა ჩხოროწყუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი"- ჩხოროწყუში საპროტესტო...
Radio Atinati
,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“
Radio Atinati
სკოლის მოსწავლეებს მერიის ტუალეტები გაასუფთავებინეს
info rustavi
კოვიდსტატისტიკა სკოლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster