მოსწავლეები პანდემიის პირისპირ გურიის სოფელ ჩიბათიდან
ჩიბათის სკოლის მოსწავლეები ახლა გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ესწრებიან, თუმცა საგაზაფხულო სემესტრი მათაც სრულად დისტანციურად, Teams-ში გაატარეს. ამ პერიოდში განათლებაზე წვდომა აღარ ჰქონდათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. ისინი ინტერნეტ პაკეტების შეძენას ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს იაფი ინტერნეტი ასეთი ოჯახებისთვის არ შეუთავაზებია. გურიის სოფელ ჩიბათში, დისტანციური სწავლების დაწყების პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა 70% ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტის არქონის გამო ვერ ესწრებოდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა, ჩიბათის სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ბევრი ოჯახში დადგა კითხვის წინაშე “განათლება თუ საკვები?!”. ვიდრე ოფიციალური უწყებები ჩააკითხავდნენ რეგიონს და საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაბამისად დაეხმარებოდნენ, აფხაზავამ სოციალური კამპანია წამოიწყო - “გეგაბაიტები იების სანაცვლოდ”.მოსწავლეების დახმარებით ყვავილებს ქოთნებში რგავდა და ყიდიდა, მიღებული თანხით კი, 900-მდე მოსწავლეს ყოველთვიურად ინტერნეტ პაკეტებითა და ტექნიკით უზრუნველყოფდა. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული აღმოჩნდა მასწავლებლეისთვისაც. პანდემიამდე, სასკოლო განათლებასთან ერთად, არაერთ აქტიობაში იყო ჩართული 15 წლის ბაჩუკი გუგულაძეც, ჩიბათის სკოლის მეათე კლასელი. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თუკი, მანამდე გაკვეთილზე მასწავლებლის მონაყოლიდან შეეძლო მასალის დამახსოვრება, დღეს ამისთვის გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება და უმეტეს შემთხვევაში აღქმა რთულდება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ტექნიკურ საგნებს ეხება. გამოგვყევით: Project link: http://distancelearning.clickmedia.ge/ Facebook: https://www.facebook.com/clickismedia Website: http://www.clickmedia.ge/
Click Media-ის სხვა ვიდეოები
05:22
მოსწავლეები პანდემიის პირისპირ გურიის სოფელ ჩიბათი...
00:50
მლადენ ობრადოვიჩი, Obraz-ის დამფუძნებელი
00:42
მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატ...
00:31
არტიომ პოლუხი მარშრუტების დუბლირებაზე
01:06
ვასო ურუშაძე მარშრუტების შესახებ
00:15
დარეჯან ცაავა, გარე მოვაჭრე
00:09
ახალგაზრდების “გამოღვიძება”_09
01:02
კიევის მოქალაქეების გამოკითხვა
მსგავსი ვიდეოები
ონლაინსწავლება გურიის რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან | ეკატერინე დგებუაძე...
TV IMEDI
ნინო რევიშვილი - განათლების პოლიტიკის მკვლევარი
Euronews Georgia
სასწავლო წელი პანდემიის პირობებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლ...
Radio Atinati
დისტანციური სწავლების პაკეტი
Magticom - მაგთიკომი
სკოლის მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო ახეხინეს
MULTIMEDIA GE
ეკატერინე დგებუაძის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster