BMW ცენტრის დირექტორის მოადგილის გამოკითხვა


„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, BMW ცენტრის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ხაჩიშვილი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ თიბისის ბანკიდან თანხის გატანისას ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, ადგილზე კი შეირაღებული პირები იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიიის დირექტორს, დავით ფანქველაშვილს ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან