ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის

09.12.2022 01:32

საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება, გენერატორების შესყიდვა ეკონომიკის სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. მისი თქმით, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, მხარდაჭერა რაც სახელმწიფომ უკრაინის მოქალაქეებს გაუწია, დაახლოებით 32 მილიონ ლარს შეადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო