ზაზა გახელაძის საქმე

02.09.2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში  მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი, დღეს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მოინახულა. თეა ახვლედიანმა ოჯახს ის  ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც უწყება ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით იღებს. ზაზა  გახელაძის ოჯახის განცხადებით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძისთვის წერილის მიწოდებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას, დე ფაქტო მთავრობისგან უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულებაზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: