გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე


არჩევნების მეორე ტურის წინ სუს-ი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თუ მიხეილ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა გახდება საჭირო, იგეგმება მისასვლელი გზების ბლოკირება, უკონტროლო სიტუაციის შექმნა და ეტაპირების პროცესისთვის ხელის შეშლა. საქმის ფიგურანტთა ვინაობას სუს-ი არ ასახელებს. გავრცელებული აუდიოჩანაწერი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია განხორციელებული. ძიების მტკიცებით, მასალაში ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ბესო წერედიანის ხმა. ის საუბრობს ციხის აღების გზებზე, გლდანის დაწესებულებასთან მისასვლელი საგზაო მონაკვეთების ჩაკეტვაზე, შტურმზე, მაიდნის გამეორებაზე და მეორე ტურის შემდეგ ქუჩაში გამოსვლაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან