თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - ახალი დეტალები
07/23/2020
23 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.
წინასწარი ოფიციალური ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე გარეგნული დათვალიერებისას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენების კვალი არ იძებნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ცხედრის პოვნამდე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კუთხით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთება უწევს, თუ რატომ არ მოექცა 18-დან 22 ივლისამდე მიმდინარე საძიებო სამუშაოების არეალში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო. რაც შეეხება კითხვას, - რატომ ვერ მოხერხდა ცენტრალური გზიდან საკმაოდ ახლოს მდგომი ავტომობილის დროულად პოვნა, - უწყების განმარტებით, გარდაცვლილის მანქანას ინტენსიურად ეძებდნენ სოფელ ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის ჭკვიანმა კამერამ ბოლოს დააფიქსირა. საბოლოდ კი ავტომობილი ამ ადგილიდან 15 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა. პირველადი დათვალიერების შემდეგ, ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო პასუხამდე, გამოძიება ელოდება იმ კომპიუტერების ექპერტიზის შედეგებს, რომლებიც გარდაცვლილის სამუშაო ადგილიდან ამოიღეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.