რას ფიქრობენ თბილისში ივანიშვილის განცხადებაზე ლარის კურსზე - 30.01.14
01/30/2015
netgazeti ge-ის
მიერ
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის კურსი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში არის 2.0576. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება საზოგადოებას ტვირთად არ დააწვა. ,,ნეტგაზეთმა’’ ამასთან დაკავშირებით ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და გამვლელებს კითხა, ეთანხმებიან თუ არა ისინი ექსპრემიერს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე დავინტერესდით, რას ფიქრობენ მოქალაქეები ლარის კურსის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე. http://netgazeti.ge