15 მაისის #FORBES კვირის მორიგი პროფესიონალი ლაშა ჯუხარაშვილია... ვისაც თეატრი და კინო უყვარს, მათთვის ეს სახელი და გვარი ნაცნობი იქნება, ლაშა არაერთ ქართულ წარმატებულ ფილმში თამაშობს და მათ შორის რუსთაველის თეატრის წარმატებული მსახიობია... მსახიობობას ახლაც აგრძელებს, მაგრამ დღევანდელ პროფესიონალში არ გიყვებით მის სამსახიობო პროფესიონალიზმზე, ლაშას მეორე საქმე და მიზნები მოხვდა ჩვენს ობიექტივში... დირე - ასე ქვია მის კომპანიას, თუ ესეც არაფერს ამბობს, ახლა რა კადრებიც ეთერში გადის, ეს ქოთნები ხომ მაინც არის მცენარეების მოყვარულებისთვის ცნობილი და ერთ-ერთი საყვარელი ატრიბუტი ოჯახისთვის... სწორედ ამ ქოთნების შემქმნელია ლაშა, რომელმაც ბიზნესი ისე განავითარა 2 წელიწადში, კორპორატიულ შეკვეთებსაც იღებს, სხვადასხვა ყვავილების მაღაზიებში შეაქვს პროდუქცია და 2 თანაშმრომლიდან ბიზნესი უკვე 6 თანამშრომლამდე აიყვანა... დღეს მის ბიზნესს მეტი ფინანსები სჭირდება, მეტი განვითარებისთვის.
ლაშა ჯუხარაშვილი - \"დირე\"-ს დამფუძნებელი;
ლაშა ჯუხარაშვილი - \"დირე\"-ს დამფუძნებელი;