"პატარა უფლისწული" / 17-18.07.2015 პრემიერა

03/21/2017
Alter Drama-ის მიერ

2015 წლის 17 ოქტომბერს \"მოძრაობის თეატრში\" გაიმართა \"პატარა უფლისწულის\" მომზადების პროცესის ამსახველი ფილმის პრემიერა. სცენარის ავტორი - თამარ კიკნაველიძე, რეჟისორი - ივა ჩიტიძე, მონტაჟის რეჟისორი - ნიკა მჭედლიძე, ოპერატორები: ივა ჩიტიძე, ნიკა მჭედლიძე, ლაშა ევგენიძე.

„ალტერ დრამის“ შემოქმედებითმა ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტი მოიცავდა წარმოდგენის გამართვას და ინკლუზიური დასის ჩამოყალიბების მცდელობას. მნიშვნელოვანი იყო ადაპტური ფიზიკური გარემოს შექმნა და ჩართულობა: 1. პროფესიული კადრების, რომლებსაც ქონდათ შშმპ-თან მუშაობის (მინიმუმ 3 წლიანი) და ინკლუზიური სპექტაკლის დადგმის გამოცდილება; 2. ინკლუზიური განათლების სპეციალისტების; 3. ფსიქოლოგების; 4.ინკლუზიური დრამის რეჟისორის.

ინკლუზიური დადგმა ითვალისწინებდა პროფესიონალი ხელოვანებისა (მაგალითად: რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები) და შშმ პირების პროფესიულ თანამშრომლობას. ინკლუზიური წარმოდგენის ფორმატში განხორციელებული თითოეული აქტივობა მიმართული იყო გამოცდილების ორმხრივ გაზიარებაზე: ერთის მხრივ, პროფესიონალმა ხელოვანებმა მიიღეს შშმ პირებთან ურთიერთობისა და პროფესიული თანამშრომლობის გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ, შშმ პირებს ასწავლეს და გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება.

პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები. მათთან ერთად პროცესს ხელმძღვანელობდა დრამის თერაპიის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე რეჟისორი, რომელმაც კარგად იცოდა, თუ როგორ აეცილებინა თავიდან დაბრკოლებები, რომლებიც მუშაობის პროცესში შეიძლებოდა წარმოქმნილიყო და როგორ განავითარებინა ბენეფიციარებთან ურთიერთობა ისე, რომ არავინ დაზარალებულიყო როგორც ფსიქიკურად ისე მორალურ-ეთიკურად და ა.შ.

წარმოდგენაზე მუშაობის პროცესი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კომფორტული და სიამოვნების მომტანი თითოეული მონაწილისთვის. ამიტომაც, პროექტში ჩართული პროფესიონალების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა გარემოს, სადაც რეპეტიციები მიმდინარეობდა და პრემიერა შედგა. დადგმის განსახორციელებლად შერჩეული „მოძრაობის თეატრი“ ყველაზე ადაპტური აღმოჩნდა და დაბრკოლებას არ უქმნიდა ბენეფიციარებს - იყო მორგებული მათ შესაძლებლობებზე, ითვალისწინებდა პირობას, რომლის წინაშეც ინკლუზიური დრამის შემოქმედებითი ჯგუფი იდგა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ფოტოგამოფენა, რომელზეც მოხალისე ფოტოგრაფებმა - გიორგი შენგელიამ და მერაბ ჭუმბურიძემ იმუშავეს.

დადგმის რეჟისორია - ლაშა როსტობაია, რეჟისორის ასისტენტი (აღდგენილი ვერსიის რეჟისორი) - მაკა ჩხაიძე;

მონაწილეობდნენ: თამარ მაყაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, გიგო შიუკაშვილი, სესილი ღვინჯილია, დათა ნამგლაძე, ნინი ელიოზიშვილი, მარი ორთიზი, გვანცა ორთიზი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ალექსანდრე კუპატაძე, ანანო ჩიტაძე, მარიამ კვერნაძე, მარიამ გოგიჩაიშვილი, მარიამ ხარძიანი, ანა ხაჩიძე, ლუკა უშვერიძე, ლექსო ფობიაშვილი, ელიზბარ ყიფშიძე, ლიზი სამადაშვილი, მერაბ დუკაშვილი და „მოძრაობის თეატრის“ მსახიობები.

მოხალისეები: დავით ხორბალაძე, ანი ტუღუში (რეჟისორები), თამთა ჩუმაშვილი, თემო რეხვიაშვილი, სალომე ბენიძე, მერი ფხოველიშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი (მსახიობები), სმაკი სირაძე, თამარ მდივანი (მხატვარ-დეკორატორები), თამუნა სხირტლაძე, გვანცა სალია, თამუნა ყიფიანი („პირველი ნაბიჯი“).

ბენდი: მარიამ წიბახაშვილი (ჩელო), ლევან შარაშიძე (გიტარა), ირაკლი მენაღარიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი).
პროექტის ავტორები და ორგანიზატორები: ნინუ კიკნაველიძე, თამარ კიკნაველიძე, გიორგი დემეტრაშვილი, რეზო მესხია, მაკა ჩხაიძე, ლაშა როსტობაია.

ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობები რომ შეუზღუდავია, სწორედ ამის მაგალითი უნდა გახდეს ინკლუზიური თეატრისა და დასის ჩამოყალიბების მცდელობა. ხელოვანებისა და შშმ პირების პროფესიული თანამშრომლობით, ვფიქრობთ განვითარდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესი და შშმ პირები, როგორც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, იქნებიან მეტად რეალიზებულები, ინტეგრირებულები და კონკურენტუნარიანები.

„პატარა უფლისწულის“ პრემიერა შედგა 2015 წლის 17-18 ივლისს, ხოლო მისი აღდგენილი ვერსია გაიმართა 2016 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულს ფარგლებში. „პატარა უფლისწულის“ დადგმა განხორციელდა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს აუტიზმის საზოგადოების სახელით, ხოლო აღდგენა კავშირი „ჩვენი ბავშვების“ ინიციატივითა და „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის“ მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა მათ და „მოძრაობის თეატრს“.

  / alterdrama

ვიდეოები „Alter Drama"-ისგან