მსოფლიო ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობა შობის დღესასწაულს სწორედ დღეს აღნიშნავს
მსოფლიო ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობა შობის დღესასწაულს სწორედ დღეს აღნიშნავს. ვატიკანში ღამით გამართულ საშობაო მესაზე რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე. საშობაო მესის შემდეგ, უკვე დღეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა პეტრეს აივნიდან „ურბი ეთ ორბის“ სახელით ცნობილი ტრადიციული მიმართვა წაიკითხა, რომელიც სიტყვასიტყვით „ქალაქს და მსოფლიოს“ ნიშნავს. პანდემიის პირობებში, მორწმუნეებმა შობა აღნიშნეს ბეთლემშიც. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა. სადღესასწაულო მესა აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმაც. მანამდე კი ბეთლემის ქუჩებში მორწმუნეებს მიესალმა და მათ შობა მიულოცა. კორონავირუსის „ომიკრონშტამის“ სწრაფი გავრცელების გამო, სხვადასხვა ავიაკომპანიებმა საშობაო დღესასწაულებზე ათასობით ფრენა გააუქმეს, რადგან ეკიპაჟების წევრების ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილმა კი სავალდებულო იზოლაციაში გადაინაცვლა. კორონავირუსი მართლმადიდებლური ეკლესიის მსოფლიო პატრიარქ ბართლომესაც დაუდასტურდა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს და დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წარმატების რეცეპტები საქართველოსთვის: ირლანდიის ეკონომიკა (ე...
პრომეთეუსი / Prometheus
აღდგომა [sknews.ge]
samkhretis karibche
გაიოზ მამალაძე - კონსტანტინე და გალაკტიონი / "მათ გვირგვინებ...
Gaioz Gia Mamaladze
გაიოზ მამალაძე - ნაციონალიზმის ზოგიერთი საკითხი (ნაწყვეტები...
Gaioz Mamaladze's TV გაიოზ მამალაძის ტელევიზია
გაიოზ მამალაძე - რესპუბლიკური მონარქია (მოკლედ)
Gaioz Gia Mamaladze
გაიოზ მამალაძე - ნაციონალიზმის ზოგიერთი საკითხი (ნაწყვეტები...
Gaioz Gia Mamaladze
ეშმაკი და მისი მსახურები იკვებებიან ადამიანებით
სიცოცხლის ხე
250 მსოფლიო საეკლესიო კრებები
davit davituri