სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტს ჯიმშერ ოსიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბიზნესოპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჯიმშერ ოსიაშვილმა სურსათის სარეალიზაციო ობიექტში მონიტორინგის განხორციელებისას ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოავლინა, რაც ბიზნესოპერატორის 400 ლარით დაჯარიმებას იწვევს. მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმებას არ დაეთანხმა და სპეციალისტს თავს დაესხა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1feQXVR

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან