ქებაი და დიდებაის მიხედვით ქართველ ერს უფალმა დააკისრა ყოველი საიდუმლოს გახსნა(როგორც თომა მოციქულს)

04/26/2020
Beso Mikava-ის მიერ

ქებაი და დიდებაის მიხედვით ქართველ ერს უფალმა დააკისრა ყოველი საიდუმლოს შენახვა და გახსნა(როგორც თომა მოციქულს),, და ამისათვის თქვა მახარებელმან რამეთუ ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს”. 26.04.2020 ბესო მიქავა
სახარების მიხედვით თომა მოციქულს უფალმა დააკისრა დაფარული საიდუმლოებების გახსნა ,,განგებითა ხვთისათა, ვეღარ მიუსწრო რათა ჭეშმარიტად განცხადებულიყო, რომ ყოვლად წმიდა ქალწული დედა ხვთისა აყვანებულ იქმნა ზეცად ყოვლად წმინდითა ხორცითა მისითა.”სახარებიდან და თომა მოციქულის ცხოვრებიდან ჩანს რომ თომა მოციქული იყო მჭვრეტელი. წმინდა მოციქული თომა დაიბადა ქ.პანეადში, გალილიის მხარეს. Mმან დაუტევა ყოველივე და მისდევდა მაცხოვარს. ხოლო უფალი ჩვენი ისო ქრისტე წინასწარ სცნობდა-რა იმის გულის სიწმინდეს და გულს-მოდგინებას ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებაში, გამოირჩია იგი ათორმეტთა თვისთა მოწაფეთა რიცხვთა შორის მოქცეულად და იმყოფებოდა იგი განუშორებლად იესოსთან ვიდრე უკანასკნელ ნებამდის.
ხოლო შემდგომად აღდგომისა მისისა მაცხოვარი გამოეცხადა კარ-დახშულთა შინა მყოფთა მოციქულთა თვისთა და რქვა მათ: ,,მშვიდობა თქვენთანა~. მათთან, განგებითა ხვთისათა, არა იყო თომა და შემდგომად მიუთხრეს მას, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფალი, გარნა თომას არა რწმენა მათი და რქვა: ,,უკეთუ არა ვიხილნე სამსჭვალნი მისნი არა დავხსნე თითი ჩემნი გვერდსა მისსა, არასა და მსრწმენეს”, ეს მოხდა აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, როცა მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, იგი დაკეტილ კარებში შემოვიდა და თომას უთხრა მისულიყო და ხელით შეხებოდა მას. თომა მუხლებზე დაეცა, მაცხოვარს თაყვანი სცა და მიმართა; ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”. მან მოწაფეთა შორის პირველმა აღიარა, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი ღმერთი (იოანაე,20:19-29) ესე ვითარითა ქცევითა თომამ ცხადად დაამტკიცა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემდეგ აღდგომისა თვისისა გამოცხადდა არა როგორც მოჩვენება და სხვა ხორცითა, არამედ იმავე ხორცითა, რომლითაცა იშვა და ივნო. (საუფლო დხესასწაულები გვ.31)

ვიდეოები „Beso Mikava"-ისგან