№59 აკაკი ჯორჯაძე - სულში მიმდინარეობს ქმნადობა, ახალი უჯრედი უნდა დაიბადოს!

12/09/2021

00:13 დღეს გიორგობა დღეა, გილოცავთ! ქართველი კაცისთვის ჩათვლილია, რომ გიორგობა ყოველდღეა, რომელიც გამორჩეულია, ლამაზი და ბედნიერი დღეა. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს წარსულს, დღევანდელობას და სამომავლო პერსპექტივებს?
01:46 მინდა შევახსენო ქართველობას, რომ ვიდრე წმინდა გიორგის საკითხი დაისმებოდა ქრისტიანობაში, ქართველებს გიორგი ღვთაებად მიჩნეული ჰყავდათ და დღევანდელ დღემდე შემორჩა თეთრი გიორგი და წმინდა გიორგი.
03:34 ძველი და ახალი აღთქმა. უნიკალურია ქართული ანბანი, რომელიც მამისაა! ჩვენი ანბანი პირველი სიტყვებით დაწყებული დღემდე ქართულით იხსნება.
05:05 ბერი ზოსიმეს ძეგლი: ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი''.
09:21 დედამიწა სადაც იმყოფება სივრცეში, სამყაროში, კოსმიურ განზომილებაში აზროვნება გვაქვს გასასწორებელი წლების, დღეების და საათების მიხედვითაც. გრიგორიანული კალენდარი გასასწორებელია.
22:20 ადამიანის უჯრედის საიდუმლო.
27:16 ადამიანი არის უმაღლესი ქმნილება, რომელიც უფლის მსგავსი სახე და ხატია და რით არის მსგავსი?
28:00 განსაზღვრულობაა! როგორც განსაზღვრულია სამყაროს არსებობა დროში, მზის არსებობა კიდევ განსაზღვრავს დედამიწის არსებობას და საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე.
28:39 უმაღლეს ქმნილებას ადამიანს, ეძლევა საშუალება დროის მიხედვით მიიღოს ცნობიერება სამყაროდან, რომ ჩავარდნებიდან-ცუდი მდგომარეობიდან ამოიყვანოს.
33:51 გლობალური პროცესი, რომელიც კანონებში ვლინდება.
35:01 პოლიტიკურ სპექტრში დასავლეთის და რუსეთის საკითხი და დროში რას ემთხვევა?
35:25 სიცოცხლისა და სიკვდილის არჩევანზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურად სათავეში ვინ იქნება და რომელი კანონები გექნება.
36:02 ქრისტე სიტყვის მოსვლამ საქართველოში მსოფლიო ერთმმართველობის საკითხი ჩაშალა.
37:34 პირამიდის წვერში ვინც არის თვითონ განაცხადეს, რომ კაპიტალიზმი უნდა შეიცვალოს.
38:37 სპექტაკლი მამისაა, ის უნდა იყოს, მისი საპირწონე უნდა შეიქმნას.
ანუ, ამ ურთიერთქმედებით, ურთიერთპაექრობით, როგორც დავარქმევთ და როგორც წარმოვიდგენთ, აი ეს ქმნადობა ამდაგვარი ფორმით მიმდინარეობს.

განმარტებისთვის:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენი იუთუბარხის მწირი ტექნიკური რესურსების გამო, ვერ ხერხდება ბატონ აკაკი ჯორჯაძის ჩანაწერების მყისიერად გაშვება. 59-ე ჩანაწერში, რომელიც გიორგობა დღეს გაკეთდა, სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, არსებითად წაშლილი აღმოჩნდა გადაცემის მეორე ნაწილი. ბოლო დრომდე თავს ვიკავებდით ამ ჩანაწერის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოტანისგან, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბატონ აკაკისთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაცემის თქვენს სამსჯავროზე გამოტანის გადაწყვეტილება. იმედია გაგებით მოეკიდებით ჩვენს უნებლიე შეცდომას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.

განვაგრძობთ საუბარს მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2021 წლის, 23 ნოემბერს, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

სულში მიმდინარეობს ქმნადობა, ახალი უჯრედი უნდა დაიბადოს!

ვიდეო-ინტერვიუ ორმოცდამეცხრამეტე.

საუბარს უძღვება, „საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარე, პოლიტოლოგი: ზურაბ ქელეხსაშვილი

(გაგრძელება იქნება)