სახელმწიფო ბიზნესმენებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“ (PPI) პროექტის მეორე ეტაპს იწყებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში კერძო ბიზნესის განვითარებას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიტანოს წვლილი აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს, საქმიანობის გაფართოებისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის სანაცვლოდ, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეულ 50-ზე მეტ ბიზნესმენს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მგფ-ის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“ (PPI) პირველ ეტაპის შედეგები გააცნეს. პროექტის პირველი ეტაპზე, რომელიც მხოლოდ კახეთის რეგიონს მოიცავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ათამდე ბიზნესმენს დაეხმარა. მათ შორის: გაკეთდა სასტუმრო „როიალ ბატონამდე“ და სასტუმრო „ლოპოტამდე“ მისასვლელი გზა, ჩატარდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია შპს „შუხმან ვაინზ ჯორჯიაში" და ა.შ. დაინტერესებული ბიზნესმენები, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უნდა ეწვიონ პროექტის ვებგვერდს: http://mdf-ppi.biz ; საინვესტიციო წინადადებებს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური კომისია შეაფასებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
კაცხის მონასტერთან მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზ...
ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში შიდა...
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა
დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება ხაშურის შე...
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გა...
გაიხსნა იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი ს...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა...
მსგავსი ვიდეოები
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი ახალი საწარმო გა...
Giorgi Kvirikashvili
100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წყალტუბოს განვითარების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბიზნესისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი მექანიზმი ბიზნესისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს დაეხ...
Giorgi Liqokeli
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარე ბიზნესმენებს შეხ...
PalitraNews