ხერხი, პოლიტიკური გაერთიანება

12/15/2023
Ucha Abashidze-ის მიერ

ჯგუფის ლინკი:   / 1096088808225535  

მათთვის ვინც ჩვენსავით ვერ ხედავს \"ვის დაუჭიროს მხარი\" საერთოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ვინც ცენტრისტია, არ არის რადიკალურად არცერთ მხარეს გადახრილი და ყველაფერზე მსჯელობის მომხრეა და არა იდეალებით ბრტყლად გადაწყვეტის

ვინც თვლის რო უნდა ვეცადოთ ერთმანეთისკენ ვიმოძრაოთ, ვეცადოთ რაიმე თემებზე მაინც შევთნხმდეთ და რაიმეს ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ, ბოლომდე არ გამოვა მარა - ვეცადოთ მაინც დაახლოვებას და არა ვაგინოთ ერთმანეთს და დავცალკევდეთ
მათთვის ვინც თვლის რო საქართველოს 10 დიდი პრობლემა აქვს, და წარმოდგენილი პოლიტიკური აქტორები \"ცდილობენ არ გაეკარონ\" ამ თემებს და დაკავებული არიან მარტო ერთმანეთის დევნით და გამოჭერით, ნაცვლად იმისა - იმაზე იფიქრონ რაც მართლა ხვალინდელ დღეს შეცვლიდა

იქნებ ჩვენსავით - გაიაზროთ, რო ჩვენც არ გვევასება ეს ყველაფერი, ჩვენც არასოდეს არ გვინდოდა გაკარება... მარა ზუსტად მაგიტო ვმარცხდებით, ზუსტად მაგიტომ \"ვერ ვიგებთ რანაირად გვყავს სათავეში ხან ერთი, ხან მეორე უგუნური და ხშირად გაუნათლებელი ხალხი\", ზუსტად იმიტომ, რომ \"გვეზარება\", \"ატანა არ გვაქ\", \"ოღონდ ეგ არა\" და ა.შ.

არადა სხვანაირად დემოკრატიული სოციუმი არ მუშაობს, ან შენ აქტიურობ - ან \"გმართავენ\", სანამ შენ საკუთარ თავში იხარშები და თვით-დათრგუნვით ხარ დაკავებული (და ისინიც ამას ხვდებიან და \"ხელს გაშველებენ\" კიდევ, რო უფრო მაგრად გადავარდე მაგ უიმედობაში და უმოქმედობაში)

ვიდეოები „Ucha Abashidze"-ისგან