#ინტერVIEW ნინო შატბერაშვილი - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამაარსებელი
03/30/2017
30 მარტი, 2017
• სოციალური მუშაკი - ეს სიტყვათშეხამება და პროფესია საქართველოს რეალობაში არც ისე დიდი ხნის წინ, 1999 წელს გაჩნდა. ყველაზე ზოგადი განსაზღვრებით, სოციალური მუშაკი არის საგანგებო უნარებით და ცოდნით აღჭურვილი პირი, რომლის მიზანია საზოგადოებისგან გარიყული და ეკონომიკურ სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანების ყოფის გაუმჯობესება.
• იმ ადამიანთა სპექტრი, ვისაც სოციალური მუშაკი ეხმარება, ძალიან დიდია - მათ შორის ბავშვები, ხანდაზმულები, პატიმრები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, უმუშევრები, უსახლკაროები, შეზღუდული შესაძლებლობების, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები.
• რას სთავაზობს გასაჭირში მყოფ ადამიანს სოციალური მუშაკი? რამდენად იზღუდება სოციალური მუშაკის თავისუფლება მაშინ, როცა მას სახელმწიფო უწყება ქირაობს? რამდენად ესმის სოციალურ მუშაკს - ხშირად საშუალო ფენის, თავად მეტნაკლებად პრივილეგირებულ მოქალაქეს - გარიყული და ჩაგრული ადამიანების?
• ისე ხომ არ გამოდის, რომ ცალკეული ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებზე კონცენტრირებით სოციალური მუშაკის ინსტიტუტი არსებული, უსამართლო სტატუს კვოს შენარჩუნებას უწყობს ხელს - ნაცვლად იმისა, რომ სისტემური ჩაგვრა და სახელმწიფოს გულგრილობა გამოიკვეთოს?
გადაცემა #ინტერVIEW-ს წამყვანი, სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ნინო შატბერაშვილს, რომელმაც, თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ კიდევ 2005 წელს დააარსა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.