თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან. @xalxurimedicina
გამოიწერეთ არხი @xalxurimedicina და დაალაიქეთ ვიდეო. 00:00 - მისალმება 00:08 - ინტრო 00:17 - ვიდეო 04:13 - აუტრო თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან თუ დამიჯერებთ, თმის მოსავლელად ბუნებრივ საშუალებებს არაფერი სჯობია. ათასნაირი შამპუნი თუ თმის ნიღაბი არსებობს, მაგრამ მე რატომღაც იმთავითვე ბუნებას მივმართე და არც მინანია. გარდა ამისა, ხარისხიან კოსმეტიკაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ამიტომ ყველა ქალს სიამოვნებით ვასწავლი ჩემ მიერ ნაცად რეცეპტებს, რომლებიც მარტივიც არის, ხელმისაწვდომიც და ეფექტურიც. ცხიმიანი თმისთვის აიღეთ 5-5 სუფრის კოვზი კამა და კრაზანა, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ. ცხიმიანი თმა უსუფთაოს შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდეს, თმის გაყოფის ადგილას ბამბის ტამპონით წაისვით ლიმონისა და კამის წვენის ნაზავი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე ორი საათით ადრე. ეს პროცედურა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. თუ მამაკაცი თმის ცვენას უჩივის, დაეხმარეთ მასაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, აურიეთ ერთმანეთში, წაუსვით თავზე ეს ნაზავი, შეუხვიეთ პირსახოცით და ერთი საათის შემდეგ ჩამობანეთ. ეს პროცედურა ერთჯერადი არ არის — იგი ორი თვის მანძილზე, სამ დღეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ. აიღეთ ორი სუფრის კოვზი კამა, დაასხით ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი. თუ თავს კვირაში 3-ჯერ ამ ნაყენით გაიწმენდთ, თმის ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს. მშრალი თმისთვის აიღეთ 30 გრამი წვრილად დაჭრილი კამა და ამდენივე გვირილა, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, რამდენიმე ხანს გააჩერეთ და გადაწურეთ. როდესაც შეგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. თავის დაბანის შემდეგ თმა არ გაიშროთ, მხოლოდ ოდნავ შეიმშრალეთ პირსახოცით დაესხნარევი გადაივლეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირაში ერთხელ. შედეგი უდავოდ გაგახარებთ. თმის სიჯანსაღისთვის პრობლემური თმა რომც არ გქონდეთ, კამის ნაყენის გადავლება მაინც სასარგებლოა. ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 50 გრამი კამის ფოთოლი, დაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუ- ღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დაზიანებული თმისთვის თუ თმას ხშირად იხვევთ ქიმიურად, დროდადრო კამისა და სალბის ნაყენი გადაივლეთ: აიღეთ 2-2 სუფრის კოვზი კამისა და სალბის ფოთლები, დაჭერით წვრილად, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ და გადაწურეთ. აიღეთ 100 გრამი ჭინჭრის ხმელი ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ამ დენივე ძმარი. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით (უსაპნოდ) ყოველდღე იბანეთ თავი. უკეთესი ეფექტის მისაღწე- ვად რეკომენდებულია, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 4-ჯერ დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნახარში: 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლსა და ფესვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გადაწურეთ. თმის ძირებს კვერცხის ცილა, შავი პური, კეფირი და ხახვიც ამაგრებს. ლიმონის წვენი უკვალოდ აქრობს ხახვის სუნს. – აურიეთ ერთმანეთში ხახვისა და ლიმონის წვენი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი კაკაო და მწიკვი მოდუღებული ინა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია თმის ზრდის დასაჩქარებლად და ძირების გასამაგრებლად. ვისაც ღია ფერის თმა აქვს, ჯობს კაკაო რეცეპტიდან ამოიღოს, ხოლო ინის ნაცვლად გვირილა გამოიყენოს. ვიღებთ თანაბარი რაოდენობით მუხის ქერქსა და ხახვის ფურცელს, 1 ჩაის ჭიქა ნარევს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 1 საათით ვდგამთ. ამ ნაყენს ყოველდღიურად ვიზელთ თმის ძირებში. სულ მალე დაინახავთ, როგორ გაგიჯანსაღდებათ და გაგილამაზდებათ თმა. #ხალხურიმედიცინა #xalxurimedicina #ხალხური #მედიცინა #xalxuri #medicina
ხალხური მედიცინა-ის სხვა ვიდეოები
იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსები...
პიტნა ფასდადუდებელი მცენარეა ჩვენი ჯანმრთელობისთვი...
7 დღიანი მკურნალობა სახსრებისა და ძვლების გაუსაძლი...
ნიორი და ღვინო, მკურნალობს 100-ზე მეტ დაავადებას....
ნიორი რძეში მკურნალობს ყველაფერს: ხველას, ართრიტს,...
“მე 68 წლის ვარ და არ ვიცი რას ნიშნავს სახსრების ტ...
ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში...
რატომ უნდა დავლიოთ სოდიანი წყალი ყოველ დღე? ეს ორგ...
მსგავსი ვიდეოები
მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მაკიაჟი, სახისა და თმის მო...
Seva Sevin
დაივიწყე თმის ჟელე და თმის მუსი Reuzel -ის თმის ცვილი საუკეთ...
Beard.ge (წვერის მოვლის საშუალებები)
ელფის შეთავაზება ფრანგულ კოსმეტიკაზე - Offer on French cosme...
GPC Pharmacy
Reuzel Pink დაიმორჩილე უხეში ან სქელი თმა და იყავი თავდაჯერე...
Beard.ge (წვერის მოვლის საშუალებები)
RVL მსოფლიოში აღიარებული სააუკეთესო თმის მოვლის საშვალებები...
Ekaterine Kajaia
📣🥳 იმპექსში ყოველი კვირა განსხვავებული და ჯერ არნახული შეთ...
Impex Pharmacy
TIGI Catwalk Session Series ვარცხნილობის კრემი
სილამაზის სამყარო
თმის მოვლის 15 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
Faberlic Unboxing