თელავი, ნინო პაატაშვილი - თელავი

06/23/2020
ASB Georgia-ის მიერ

#მომავალიშენზეა
გაიცანით ნინო პაატაშვილი თელავიდან. ნინო ორგანიზაცია \"საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას\" მართავს, რომლის მთავარი მიზანია რეგიონში სამედიცინო-სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ნინო და მისი ორგანიზაცია აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მერიასთან ერთად მუნიციპალიტეტში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზაციამ მოახერხა ადგლობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურების შექმნა, როგორიც \"ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაა\". \"აქამდე მსგავსი სერვისი კახეთში არ არსებობდა, მშობლებს კი უწევდათ თბილისში გადაეყვანათ საკუთარი შვილები სერვისისი მისაღებად, რაც დიდ დროსთან და თანხებთან არის დაკავშირებული\" - აცხადებს ნინო პაატაშვილი.

გაიგეთ მეტი მის შესახებ.