არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება


დღეს დღის მეორე ნახევარში, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ნალექიანი და არამდგრადი ამინდისა, სეტყვის ალბათობა ნაკლებია. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გამო, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი იქნება. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან