არჩევნები 2020 - პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი


კონსტიტუციაში ცვლილება შევა. ქვეყანაში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა იცვლება.

მმართველი გუნდი თანახმაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდეს და თან ნულოვანი ბარიერის პირობებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შედის ყველა ის პარტია, რომელიც მინიმუმ 10 000 ხმას მიიღებს. უფრო ზუსტად კი პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილების და რეფორმის განსახილველად პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი შესაძლოა, კონსულტაციებში არ ჩართონ. ახლად ამოქმედებული კონსტიტუციის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა 2024 წლის არჩევნებიდან იგეგმებოდა, თუმცა თარიღის გადმოწევას ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევით ხსნის და დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიული პლურალიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აცხადებს. სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლაა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან