გიყვარდეს მეტი „შენი სიყვარული ჩვეულებრივს აქცევს არაჩვეულებრივად“

11/02/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით „გიყვარდეს მეტი“.
კამპანიის მიზანია კულტურის ძირითადი სფეროების (ძეგლთა დაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, კინომემკვიდრეობის, ლიტერატურის, მუზეუმების და სხვ.) წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ამასთან, აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით.
კამპანიის ფარგლებში, კომპანია „HOLMES\u0026WATSON”-მა უკვე დაამზადა ერთი საიმიჯო და 5 ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლი. საინფორმაციო კამპანიისთვის მუსიკა შექმნა ნიკა მაჩაიძემ.

ინფორმაციისთვის:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს კულტურის სფეროს მსხვადასხვა იმართულებით.
• 2013 წლიდან რეაბილიტირდა კულტურული მემკვიდრეობის 437 ძეგლი;
• 2013 წლიდან რეაბილიტირდა კულტურის ინფრასტრუქტურის 50-მდე შენობა;
• გოსფილმოფონდში დაცული 706 ქართული ფილმი საქართველოში ბრუნდება;
• 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა 625-მდე ლიტერატურული პროექტი;
• 17 ენაზე ითარგმნა 100-ზე მეტი ქართული ნაწარმოები;
• 2013 წლიდან დღემდე მოეწყო 48 არქეოლოგიური ექსპედიცია.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო კამპანიის - ‘’გიყვარდეს მეტი’’
facebook გვერდი:
https://www.facebook.com/GikvardesMet...




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან