პოლიტიკური პარტიების შეხვედრა პრეზიდენტთან
08/02/2021
მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებიდან ხუთი დღის თავზე, პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ათონელის რეზიდენციაში დილიდან ოპოზიციის ყველა ის ლიდერი მივიდა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ოპოზიციასთან შეხვედრებს შორის კი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც ხვდებოდა. ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც დღეს მიწვევის მიუხედავად პრეზიდენტის სასახლეში არ მისულა, გიორგი ვაშაძეა. პოლიტიკური სპექტრი ახლა პრეზიდენტის განცხადებას ელოდება. დოკუმენტის ანულირებიდან დღემდე, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, რომელიც შეთანხმების ავტორ შარლ მიშელს შეხვდა, თუმცა მას ამ დრომდე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.