ვორქშოფი „ვეფხისტყაოსნის თემაზე"


„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს\", - ამ სახელწოდების ვორქ-შოფი დღეს თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სტუდია „ტელევეზირის\" ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებდნენ. მათ მიერ „ვეფხისტყაოსნის\" სცენების მიხედვით შექმნილი ნამუშევრებით სამომავლოდ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის აწყობა და ამავე ნახატებით წიგნის გამოცემა იგეგმება. დღევანდელი ღონისძიება ფესტივალ „New ნადიმის\" ფარგლებში დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაგრძელდება. მისი მიზანი ანიმაციური ფილმების შექმნაში ახალგაზრდების ჩართულობაა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/GX2BWq

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან