კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში“

02.11.2018 02:43

მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად „ქართული ოცნების“ ოფისში პარლამენტის მაჟორიტარები იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა პარტიის ხელმძღვანელობას ის პრობლემები გააცნეს, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, კონკრეტულ რეგიონებში არსებობს. როგორც უკვე დაანონსებულია, არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ორეტაპიან ცვლილებებს გეგმავს. პირველი ეტაპი უშუალოდ ამომრჩევლებთან მუშაობას და საარჩევნო ღონისძიებებს ეხება, მეორე ეტაპი კი, მოსახლეობაში დაგროვილი სოციალური პრობლემების გადაჭრას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: