ხანძარი კოპენჰაგენში
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ძველი საფონდო ბირჟის შენობა დაიწვა. მეჩვიდმეტე საუკუნის შენობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ გაეხვია ცეცხლის ალში, შემდეგ კი მისი შპილი მთლიანად ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, ადამიანებმა შენობიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. მაშველები ცდილობდნენ ისტორიული ნაგებობიდან ნახატები და იქ დაცული სხვა ხელოვნების ნიმუშები გამოეტანათ. როგორც დანიის კულტურის მინისტრმა, იაკობ ენგელ-შმიდტმა განაცხადა, ხანძარმა დანიის 400 წლის კულტურული მემკვიდრეობა გაანადგურა. კოპენჰაგენში მდებარე ძველი საფონდო ბირჟის შენობა დანიის პარლამენტისა და სამეფო სასახლის სიახლოვეს მდებარეობს. 1625 წელს აშენებულ შენობაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ახლომდებარე მოედნიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ისტორიულ შენობას ხანძრის გაჩენამდე რესტავრაცია უტარდებოდა. გავრცელებული ცნობით, ამჟამად შენობაში დანიის სავაჭრო პალატა იყო განთავსებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძარი
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
Trialeti TV
ხანძარი
info9 info99
ხანძარი
teona mjavanadze
ხანძარი
AIA-GESS ქიმიკოსები
ხანძარი
iPress.Ge
ხანძარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster