გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები ბოლნისის რაიონში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, მმართველი პარტიის ორი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი რეანიმაციაშია.
დაპირისპირება სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მოხდა. ინციდენტის შემდეგ, გამოკითხვა პოლიციაში გაგრძელდა, თუმცა, სამართალდამცავების შეკითხვებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტებმა უპასუხეს. მათი ოპონენტები პოლიციაში არ გამოცხადნენ, მიზეზად კი სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობას ასახელებდნენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც. გოგი მეშველიანი კონფლიქტის წამოწყებაში ოპონენტების აქტივისტებს ადანაშაულებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცლად, განაცხადა, რომ საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ უნდა დაიხუროს. კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვები, მათ შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებული, უპასუხოდ დატოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.