„ქართული ოცნება“ „ქალთა ორგანიზაციას“ აფუძნებს
„ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიამ მერობის 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალი კანდიდატის წარდგენა შეძლო და ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს, რადგან ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გზას გაუხსნის მეტი წარმატებისკენ. მოგვიანებით ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში იმყოფებოდა, სადაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, სამოქმედო გეგმასა და მიზნებზე ისაუბრეს. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნება“ „ქალთა ორგანიზაციას“ აფუძნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,ქართული ოცნება" შიდა ქართლში ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს
Trialeti TV
ქართული ოცნება ქალთა ორგანიზაციებს აფუძნებს - შეხვედრა ოზურგ...
Guria News გურია ნიუსი
"ქართული ოცნება " ქალთა ორგანიზაცია რუსთავი
Giorgi Saakadze
ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონფერენცია
ქართული ოცნება / Georgian Dream
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენცია
TV IMEDI
პრეზიდენტი და პირველი ლედი ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტ...
Giorgi Margvelashvili
ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster