ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიცია


ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციისას ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიან ელინისტური ხანის რკინის იარაღით დასტურდება.

ნამოსახლარზე არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ნაპოვნია ადრე შუა საუკუნეების პერიოდის მარანიც. არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი „არგვეთი“, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან