The Importance of Soft Skills for Software Engineers: A Guide to Success

12/13/2023

შემოგვიერთდით საინტერესო და ინფორმატიულ ონლაინ-ივენთზე: დეველოპერებისთვის ე.წ. რბილი უნარების (Soft Skills) მნიშვნელობის, გამოყენების ხერხების და მათი დახმარებით წარმატების მიღწევის შესახებ.

ლაივში სტუმრად გვეყოლება არჩილ ვარშანიძე, რომელსაც მდიდარი პროფესიული გამოცდილება აქვს ვებ-დეველოპმენტსა და მიწოდების მენეჯერის (Delivery Manager) პოზიციაზე. იგი მის კარიერაზე დაყრდნობით გაგვიზიარებს რჩევებს და მოგვიყვება თუ რა იყო მისი ინსპირაცია პროფესიული ცხოვრება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასთან დაეკავშირებინა.

არჩილს დავეკითხებით წარმატებული დეველოპერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე - ისეთებზე როგორებიცაა გამართული კომუნიკაციის უნარი, ეფექტური მუშაობა გუნდში და სხვა.

იგი ასევე შეეხება სამუშაო და პირადი ცხოვრების დაბალანსების თემას და ისაუბრებს მის მნიშვნელობაზე.

ასევე ვისაუბრებთ დეველოპერებისთვის ინგლისური ენის უნარების გაღრმავების შესაძლებლობებზე, კოლეგებთან საერთო ენის გამონახვის მნიშვნელობაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე და სტრესის მართვაზე.

ამ ონლაინ-ივენთზე გაიგებთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ თქვენი კარიერის გაუმჯობესებაში. თვალი გვადევნეთ ლაივში 13 დეკემბერს, 20:00 საათზე.

Stay in the know with Data updates in English and Georgian. Join our vibrant community today! https://datazen.top/nifk3