COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

30.12.2020 03:41

„კოვიდ-19“-მა 2020 წელს მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელებული უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო. საერთო ჯამში 82 მილიონზე მეტი დაინფიცირებული, 58 მილიონამდე განკურნებული, მილიონ 800 ათასამდე გარდაცვლილი - ასეთი სურათი გვაქვს საშიში ვირუსის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე. ქვეყნების დიდი ნაწილი ახლა „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს - ის პირველთან შედარებით ბევრად მასშტაბური და მძიმე აღმოჩნდა. მთელი მსოფლიო ახლა იმედს რეკორდულად მცირე დროში - 10 თვეში შექმნილ ვაქცინაზე ამყარებს, რომლის გამოყენება ქვეყნების მცირე ნაწილმა უკვე დაიწყო.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: