ნარკოდანაშაულის ფაქტი


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით,  ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. თურქეთის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ ტერიტორიაზე აიყვანეს. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები დაკავებულის მანქანაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება, თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს  8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან