Errant ft. Demian - 32A

12/18/2021
Errant-ის მიერ

Errant - IG-https://www.instagram.com/phasha00555/
Demian -https://www.instagram.com/fulcanelli.28/

(Demian)
დამღალა ყვითელი საღებავის ჭამამ
ქალაქი კვამლით გადაიფარა
კორპუსებს ძვრებათ დამპალი ქერქი
რომელიც იმედგაცრუებისგან დაიღალა
ცა მაინც გვესვრის ამანათებს
მაგრამ ჩვენი ბლაგვი დანებით ის ვერ გაიხსნება
ცაზე ვარსკვლავები მაინც კაშკაშებს
მაგრამ ფანჯრები მხოლოდ შიგნიდან იწმინდება

ჩვენში რაც წმინდა რჩება ამ სივრცეში იფანტება ცაზე ვარსვკლავები რჩება და ჩვენშივე ირეკლება


კორპუსების თავზე
ხელი ხმალზე
სწრაფი ქარზე
მანტრა ტანზე
ზოლი ხაზზე
თუ თამაში მოგინდა ცაში დამიძახე

(errant)
რუნები რუნები რკინები სუ ბევრი სირბილი უბნებში კრისტალი უბეში
კორპუსებზრე რეკლამები რობოტების რეივები რეინბოუ აბები და მოალვარე რონინები მებრძოლების ისრები გაბაგული სენსორები ქურუმების ნეონები და ქაოსის მეომრები

გალაქტიკის ღმერთებს ვუგზავნი ლოცვას ამ სიტყვას ამ მოსვლას ამ ტუჩებს ამ კოცნას ამ ბლასტერს ამ ხოცვას ამ სიტყვას ამ ცოდნას

ავატრების მანტრები და რობოტების აგენტები ტტების ტერორი და დიმეთილტრიპტამინები ტიტები და ტიტანები,პაკეტები კრისტალების გალაქტიკის ტაძრები და ტყვიების ტირანიები